პიკე ვალენსიასთან შეხვედრას გამოტოვებს

პიკე ვალენსიასთან შეხვედრას გამოტოვებსბარსელონას ცენტრალურმა მცველმა ჟერარ პიკემ ლეგანესთან შეხვედრის დროდ ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის მეხუთე აღმოჩნდა. ეს იმას ნიშნავს რომ პიკე შემდეგ შეხვედრას გამოტოვებს, ხოლო შემდეგი შეხვედრა კი ბარსასთვის საკმაოდ რთული იქნება სტუმრად ვალენსიასთან.

პიკემ ყვითელი ბარათი პირველივე ტაიმში მიიღო და ამის გამო მას მსაჯთან კონფლიქტიც მოუვიდა. პიკეს აზრით მსაჯმა იცოდა რომ ეს ბარათი პიკესთვის მეხუთე იქნებოდა და სწორედ ამიტომ გააფრთხილა ბარსელონას ცენტრალური მცველი.

ვალენსიასთან შეხვედრა კვირას, 26 ნოემბერს გაიმართება და ამ მატჩში ერთმანეთს ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერები დაუპირისპირდებიან.