რეალი კიკო კასილიას ტრანსფერზე დააყენებს

რეალი კიკო კასილიას ტრანსფერზე დააყენებსმადრიდის რეალი მეკარეს, კიკო კასილიას იანვარში ტრანსფერზე დააყენებს. კასილია რეალის მეორე მეკარეა კეილორ ნავასის შემდეგ და რეალის ხელმძღვანელობა თვლის, რომ კასილია არ არის სათანადო დონის მეკარე, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც წლევანდელ სეზონში მან რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა.

რეალი სავარაუდოდ ახალი გოლკიპერის ყიდვას შეეცდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ ვისზე შეაჩერებენ არჩევანს სამეფო კლუბის ხელმძღვანელები. კასილია რეალში გადასვლამდე ბარსელონას ესპანიოლის ღირსებას იცავდა.