მადრიდის რეალი მზად არის გარეტ ბეილი ზაფხულში გაყიდოს. უელსელი ფეხბურთელი ძალიან ხშირად იღებს ტრავმებს და რეალის ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა აევსო. თავის დროზე რეალმა ბეილში 100 მილიონი ევრო გადაიხადა, მაგრამ ამჟამად მზად არის უელსელი ფეხბურთელი 80 მილიონად დათმოს.
ბეილის შეძენის სურვილი მანჩესტერ იუნაიტედმა გამოხატა და გარეტი სავარაუდოდ ინგლისში დაბრუნდება. რეალში გადასვლამდე უელსელი ვინგერი ტოტენჰემის ღირსებას იცავდა და სწორედ იქ გახდა ცნობილი ფეხბურთელი.

