რობინიოს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რობინიოს 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯესბრაზილიელ ფეხბურთელს რობინიოს იტალიურმა სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქმე ეხება 2013 წლის შემთხვევას მილანის ღამის კლუბში, სადაც რობინიომ ახალგაზრდა ქალის ჯგუფურ გაუპატიურებაში მიიღო მონაწილეობა.

რობინიო დღემდე ყველა ბრალდებას უარყოფს, მაგრამ იტალიურმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო. ჯერჯერობით უცნობია ჩაჯდება თუ არა რობინიო ციხეში, რადგან ის ბრაზილიაში იმყოფება, ხოლო ბრაზილია კი თავისი მოქალაქეების სხვა ქვეყნებში ექსტრადირებას არ ახდენს.

რობინიო მილანის შემადგენლობაში 2010-2015 წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად იტალიის ჩემპიონატიც მოიგო.