რომელუ ლუკაკუს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება

რომელუ ლუკაკუს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებამანჩესტერ იუნაიტედის ბელგიელ ფორვარდს რომელუ ლუკაკუს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ბრაიტონთან შეხვედრის დროს ლუკაკუმ ერთ-ერთ ეპიზოდში მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ფეხი ჩაარტყა და ეს ეპიზოდი მატჩის მთავარმა არბიტრმა ვერ შეამჩნია.

ინგლისის საფეხბურთო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ამ საკითხს განიხილავს და შესაძლოა ლუკაკუს 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცენ.

ამ შემთხვევაში ბელგიელი ფორვარდი გამოტოვებს მანჩესტერ სიტისთან შეხვედრას, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება.