2017 წლის “საბავშვო ევროვიზიის” კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა სიმღერით Wings. რუსმა კონკურსანტმა 188 ქულა მიიღო.
მეორე ადგილი საქართველოს წარმომადგენელმა გრიგოლ ყიფშიძემ დაიკავა სიმღერით „გულის ხმა“. საერთო ჯამში მან 185 ქულა მიიღო.
მესამე ადგილზე 172 ხმით ავსტრალიის წარმომადგენელი გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მომღერალი სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალი მუსიკოსებისაგან შემდგარი ეროვნული ჟიურის მიერ დაწერილი ქულების ჯამით პირველ ადგილზე იყო 143 ხმით და მეორე ადგილზე მყოფ რუს კონკურენტს 21 ქულით უსწრებდა.
თუმცა, ონლაინ ხმის მიცემის შედეგებიდან გამომდინარე, რუსეთის წარმომადგენელმა (66 ქულა) გრიგოლ ყიფშიძეზე (42 ქულა) 24 ქულით მეტი მიიღო და საბოლოდ პირველი ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ქართულმა პროფესიონალმა ჟიურიმ რუს მომღერალს პირველი ადგილი და ქულათა მაქსიმუმი – 12 დაუწერა. წესების თანახმად, ჟიურის საკუთარი ქვეყნისთვის ქულების დაწერის უფლება არ აქვს.