“სადაზღვევო კომპანია “არდი”, ეს ამბავი უნდა საჯაროდ მოვყვე…”

“სადაზღვევო კომპანია “არდი”, ეს ამბავი უნდა საჯაროდ მოვყვე…”გამომცემლობა “ინტელექტის” საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი გვანცა ჯობავა სადაზღვევო კომპანია “არდის” მომსახურების შესახებ განცხადებას ავრცელებს:

– ძვირფასო სადაზღვევო კომპანია “არდი”, ეს ამბავი უნდა საჯაროდ მოვყვე, იმიტომ რომ იცოდეს ყველამ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეთ თქვენთან დაზღვევისას. 2 წლიანი კორპორატიული თანამშრომლობის შემდეგ გადავწყვიტეთ თქვენთან კონტაქტი სრულად გავწყვიტოთ, იმიტომ რომ ამ რამდენიმე დღის წინ ჩემი თანამშრომელი დაგიკავშირდათ მომდევნო წელს თანამშრომლობის ერთი წლით გასახანგრძლივებლად და თქვენი თანამშრომლისგან მიიღო აბსოლუტურად არაეთიკური და არაპროფესიონალური პასუხი, რომ რადგანაც წელს ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს ჯანმრთელობის საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნა, თუმცა მადლობა ღმერთს, დღეს უკვე ჯანმრთელი და ბედნიერია, და შესაბამისად თქვენ მის სამკურნალოდ, როგორც ჩანს თქვენი გაგებით საკამაოდ დიდი თანხის, დაახლოებით 4500 ლარის გაღება მოგიხდათ, ამიტომ თუ გვსურს იგივე პირობებით თქვენს კომპანიასთან ურთიერთობის გაგრძელება, ჩვენი ეს თქვენთვის პრობლემური თანამშრომელი დაზღვეულების სიიდან უნდა ამოვიღოთ, ან ყველას გაგვიძვირდება დაზღვევის პაკეტი.
სიტყვები არ მყოფნის თქვენი არაპროფესიონალიზმის შესაფასებლად. თქვენმა თანამშრომელმა ამ სიტყვებით შეურაცხყო, დაამცირა ჩემი თანამშრომელი, რომელმაც თავი დამნაშავედ იგრძნო იმის გამო, რომ ავად გახდა და მის გამო სხვებს გადასახადი უნდა გაძვირებოდათ. უბრალოდ მარაზმია ეს ყოველივე. თქვენ ალბათ თქვენთან მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანებს აზღვევთ, რომლებიც ყოველთვიურად ფულს გიხდიან, თქვენ ამ ფულს აგროვებთ და სანაცვლოდ არაფერს ხარჯავთ. ბოდიში, რომ ეს წინასწარ არ ვიცოდით. საბედნიეროდ თქვენს სფეროში დღეს საქართველოში დიდი კონკურენციაა და სიხარულით ვიპოვით სხვა პროვაიდერს! – დაწერა გვანცა ჯობავამ.

მისივე თქმით, ამ სტატუსის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფაქტობრივად ყველა სადაზღვეო თურმე ამ პრინციპით მუშაობს საქართველოში, რაც ძალიან სამწუხარო რეალობაა.