სადიო მანე ისევ ტრავმირებულია

სადიო მანე ისევ ტრავმირებულიალივერპულის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი სადიო მანე კვლავ ტრავმირებულია და თავის გუნდს უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

მანეს ტრავმა უკვე ერთი თვეა აწუხებს, მაგრამ ის უკვე უნდა გამოჯანმრთელებულიყო, თუმცა მანეს ტრავმა გაუმიზეზდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება მოედანს სადიო მანე. სავარაუდოდ ეს ნოემბრის ბოლოს უნდა მოხდეს.

მანამდე კი ლივერპულს თავისი ერთ-ერთი ლიდერის გარეშე მოუწევს თამაში. შემდეგი თამაშს ლივერპული საკუთარ მოედანზე საუთჰემპტონის წინააღმდეგ გამართავს.