ამ წუთებში „ქართული მარშის“ ლიდერები, სანდრო ბრეგაძე და გია კორკოტაშვილი ხაშურში რეგიონის გუბერნატორ კახა სამხარაძეს დაეძებენ.
„ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, კორკოტაშვილი და ბრეგაძე აცხადებენ, რომ კახა სამხარაძე საარჩევნო უბნებზე დადის და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მერობის კანდიდატის, გიორგი გურასპაშვილი სასარგებლოდ ხმებს აგროვებს.
კორკოტაშვილი და ბრეგაძე რეგიონის პირველ პირს მოუწოდებენ, რომ აგიტაციის ნაცვლად სხვა საქმით დაკავდეს. მარშის წარმომადგენლები მხარს დამოუკიდებელ კანდიდატ რამაზ ნოზაძის მხარდასაჭერად ხაშურში დილიდან იმყოფებიან.