ბარსელონას ნახევარმცველმა სერხი რობერტომ ოლიმპიაკოსთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც მან მოედანი დროზე ადრე დატოვა. რობერტოს ბარძაყის დაჭიმულობა აქვს და ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს ვერ შეძლებს ის თამაშს.
სერხის ბარსელონაში გამოკვლევები ჩაუტარდება და ამის შემდეგ ნათელი გახდება, თუ როდის შეძლებს სერხი რობერტო ისევ გამოსვლას მოედანზე.
რობერტოს არყოფნა ბარსელონასთვის შესამჩნევი დანაკლისი იქნება, რადგან ის ბოლო წლებში კატალონიური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

