სუსი – 1 პირი დაკავებულია, 3 – ლიკვიდირებული

სუსი - 1 პირი დაკავებულია, 3 - ლიკვიდირებულითბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა,

როგორც სუს-ის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 1 წევრი, ხოლო 3 ლიკვიდირებულია.

სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 1 სპეცრაზმელი და დაიჭრა 2. ამასთანავე დაჭრილია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტანენტის 2 წევრი.