სუსის თანამშრომელი სხვადასხვა ორგანიზაციაში საიდუმლოდ მუშაობას შეძლებს

სუსის თანამშრომელი სხვადასხვა ორგანიზაციაში საიდუმლოდ მუშაობას შეძლებს“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც სუს-ის თანამშრომელი, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავებას შეძლებს. ამის შესახებ სააგენტო ipn-ი წერს.

თავის მხრივ, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს სუს-ის მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

ეს ცვლილება ერთ-ერთია 111 საკანონმდებლო პროექტს შორის, რომელიც სტუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.

მთავრობაში დაგეგმილ სტუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა. სწორედ ამ დოკუმენტის განხილვას იწყებს პარლამენტი დღეიდან. 

პრემიერმინისტრმა მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ 13 ნოემბერს გამოაცხადა.