ცოტნე გამსახურდია: „უძირო ხვრელია ფეხბურთის ფედერაცია, წელიწადში 265 მილიონს იღებს ბიუჯეტიდან!“

ცოტნე გამსახურდია: „უძირო ხვრელია ფეხბურთის ფედერაცია, წელიწადში 265 მილიონს იღებს ბიუჯეტიდან!“– ხაზგასმით ვიტყვი: ლგბტ პირებზე ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრობის საშუალება და უფლება, და მათი დადანაშაულება თუ სტიგმატიზაცია იმიტომ, რომ “ასეთები” არიან, მიუღებელია!

მიმაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას, მის უმრავლესობას, გაცილებით უფრო დიდი პრობლემები აქვს დღეს, ვიდრე ამ უმცირესობის არსებობაა.

თუმცა: მე პირადად სულ არ ვიცოდი ვინ იყო გურამ კაშია, არც ის, ვინ იყო საქართველოს ფეხბურთის ნაკრების კაპიტანი, და არც ის, რა დამსახურებები ჰქონდა მას.

ტრაგედია ისაა, რომ მიშა მესხისა და დავით ყიფიანის ქვეყანაში ფეხბურთელი პოპულარული ლგბტ სამკლაურის ტარებით ხდება და არა – თამაშით! და კიდევ ის, რომ ეს უძირო ხვრელი, ფეხბურთის ფედერაცია, წელიწადში 265 მილიონ (!) დაფინანსებას იღებს ბიუჯეტიდან!

აღარ ვამბობ, რომ ჩვენს გაცილებით წარმატებულ და სასახელო სპორტსმენებს – მოჭიდავეებს, რაგბისტებს, ძიუდოისტებს, და ა.შ. – ამის მეათედი დაფინანსება არა აქვთ, რაც აშკარად მიუთითებს ამ გარიგების მაფიოზურ, კორუფციულ ხასიათზე! – წერს  სოციალურ ქსელში ცოტნე  გამსხურდია.