უსმან დემბელე ორ კვირაში სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს

უსმან დემბელე ორ კვირაში სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშსბარსელონას ფრანგი ფორვარდი უსმან დემბელე ორ კვირაში სრული დატვირთვით დაიწყებს ვარჯიშს. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურ პრესაში გავრცელდა. დემბელემ ტრავმა სექტემბრის შუა რიცხვებში მიიღო და ამის შემდეგ ის ლაზარეთში იმყოფება.

დემბელეს დაბრუნებას იანვრის შუა რიცხვებში ვარაუდობდნენ, მაგრამ შესაძლოა ფრანგი ფორვარდი უფრო მალე ვიხილოთ მოედანზე. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ  23 დეკემბერს ბარსელონას და რეალის დაპირისპირება შედგება და დემბელეს ძალიან უნდა რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.