ვესტ ჰემმა სლავენ ბილიჩი გაანთავისუფლა

ვესტ ჰემმა სლავენ ბილიჩი გაანთავისუფლასერბი სპეციალისტი სლავენ ბილიჩი ვესტ ჰემში აღარ იმუშავებს. ორშაბათს ვესტ ჰემის ხელმძღვანელობამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ბილიჩი მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის, რადგან ბილიჩის ხელმძღვანელობით ვესტ ჰემმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო და ამჟამად ისინი პრემიერ ლიგაში მე-18 პოზიციაზე არიან.

ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება ლონდონური კლუბის ახალი მწვრთნელი და ვესტ ჰემის ხელმძღვანელობა ამ პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს. სლავენ ბილიჩმა ვესტ ჰემში სამი სეზონი გაატარა.