ნაციონალური საკალათბურთო ლიგის მორიგ ტურში „გოლდენ სტეიტმა“ მე-13 გამარჯვება იზეიმა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა „ბრუკლინ ნეთსი“ ანგარიშით 118-111 დაამარცხა.
ამ თამაშის შეფასებისას “გოლდენ სტეიტის” მწვრთნელმა სტივ კერმა ზაზა ფაჩულიას შესახებ საინტერესო სახუმარო ისტორია მოყვა, რომელიც მის შვილებს შეეხება.
კერის თქმით, ფაჩულიას ორი შვილი გუნდთან ერთად მოგზაურობს ხოლმე და ბოლბოის ფუნქციას ასრულებენ.
– ბოსტონში წაგებისა და ფილადელფიაში შესვენებისას 20 ქულით ჩამორჩენის შემდეგ ზაზამ უთქვამს, რომ მეორედ წაგების შემთხვევაში თავის შვილებს FedEx-ით გაგზავნიდან სან-ფრანცისკოში. მიხარია, რომ ის თამაში მოვიგეთ, და ბავშვები FedEx-ის ყუთში ჩასმას გადაურჩნენ, – თქვა სტივ კერმა და დასძინა, რომ ეს ამბავი თავად უთხრა ფაჩულიამ.
იმედინიუსი

