ბარსელონას მცველმა ჟორდი ალბამ განაცხადა, რომ ნეიმარის წასვლის შემდეგ მას ფლანგზე უფრო მეტი სივრცე აქვს, ვიდრე ადრე და ამიტომ თამაშისგან მეტ სიამოვნებას იღებს. ალბას თქმით დიდი სივრცეები მას საშუალებას აძლევს რომ შეტევაში უფრო ხშირად და ეფექტურად ჩაერთოს.
”ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ შეტევაში თავს თავისუფლად ვგრძნობ და საშუალება მაქვს ნებისმიერი სახის მოძრაობა გავაკეთო. ფეხბურთისგან ისევ სიამოვნებას ვიღებ, რაც ბოლო წლებში მაკლდა ხოლმე”– განაცხადა ჟორდი ალბამ.

