ჟოზე მოურინიოს პსჟ-ში ეპატიჟებიან

ჟოზე მოურინიოს პსჟ-ში ეპატიჟებიანმანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს პსჟ-ში ეპატიჟებიან. ასეთი ინფორმაცია გავრცელდა ფრანგულ პრესაში. პსჟ-ს ამჟამინდელი მწვრთნელის უნაი ემერის მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა და წლევანდელ სეზონში წარუმატებლობის შემთხვევაში ის თავის პოსტს ვერ შეინარჩუნებს.

გარდა ამისა, ემერის არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს პსჟ-ს მთავარ ვარსკვლავთან ნეიმართან და ამის გამო მისი გუნდიდან წასვლის შანსები იზრდება. რაც შეეხება მოურინიოს, ის ყოველთვის ეძებს ახალ გამოწვევას და პარიზულ კლუბში მუშაობა მისთვის უდაოდ საინტერესო იქნება.