57-მა მუსლიმურმა ქვეყანამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა

57-მა მუსლიმურმა ქვეყანამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარაისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქად აღიარა. ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც ორგანიზაციის საგანგებო სამიტზე მიიღეს.

ამასთან, ორგანიზაციამ ყველა ქვეყანას მოიწოდა, რომ პალესტინა სახელმწიფოდ, ხოლო  იერუსალიმი მის ოკუპირებულ დედაქალაქად აღიარონ.

ანალოგიური მოწოდებით გამოვიდა ფორუმზე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. სამიტი სწორედ მისი ინიციატივით გაიმართა. „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ შემადგენლობაში 57 მუსლიმური ქვეყანა შედის.

იერუსალიმი დღეს მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა ის ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა, რეგიონში შეტაკებები არ წყდება. ისრაელმა მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს მოუწოდა, აშშ-ს მიბაძონ და საელჩოები იერუსალიმში გადაიტანონ.

იმედინიუსი