ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს – ცერემონია კარავში გაიმართა

ალექსეი ნავალნი რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს - ცერემონია კარავში გაიმართარუსეთის ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატად საინიციატივო ჯგუფმა, დაახლოებით, 1 საათის წინ წარადგინა.

ცერემონია მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე, საგანგებოდ აგებულ კარავში, გაიმართა.

კანონის თანახმად, ნასამართლეობის გამო, ალექსეი ნავალნის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს. თუმცა, ოპოზიციის ლიდერი საპრეზიდენტო მარათონში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მაინც ერთვება.

ნავალნი ფიქრობს, რომ ამომრჩევლების მხარდაჭერა აიძულებს ცესკოს, ის კანდიდატად ოფიციალურად მაინც დაარეგისტრიროს.

ნიუპოსტი