ალესანდრო ნესტა შეიძლება კროტონეს მწვრთნელი გახდეს

ალესანდრო ნესტა შეიძლება კროტონეს მწვრთნელი გახდესწარსულში ლეგენდარული ფეხბურთელი ალესანდრო ნესტა შესაძლოა იტალიური გუნდის, კროტონეს მთავარი მწვრთნელი გახდეს. კროტონე ამჟამად იტალიის ჩემპიონატში მე-16 პოზიციაზეა და ცუდი შედეგების გამო მათ მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლეს.

ნესტას აქვს გარკვეული გამოცდილება ამ დარგში და რამდენიმე წლის წინ ის მაიამის საფეხბურთო გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო. ჯერჯერობით უცნობია დათანხმდება თუ არა ნესტა კროტონეში მუშაობას. კროტონეს ახალი მწვრთნელის ვინაობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.