აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, და, დისშვილი და ძმისშვილი გარდაცვლილები იპოვეს.
წინასწარი ინფორმაციით, პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახის წევრების სიკვდილის მიზეზი მხუთავი აირით ინტოქსიკაცია გახდა.
მუხთარლის ნათესავების ცხედრები ზაქათალაში, საკუთარ სახლში დღეს აღმოაჩინეს.
ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
სახლში კიდევ ერთი ბავშვი იმყოფებოდა, რომელიც უბედურ შემთხვევას გადაურჩა
წყარო – რუსთავი 2

