არსენი იაცენიუკი ჟენევის აეროპორტში დააკავეს

არსენი იაცენიუკი ჟენევის აეროპორტში დააკავესუკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ჟენევის აეროპორტში დააკავეს.

ამის შესახებ პარტია „სახალხო ფრონტის“ პრესსპიკერმა, ოლგა ლაპომ სოციალურ ქსელში განაცხდა.

მისი თქმით, პოლიტიკოსი, დაკავებიდან მალევე გაუშვეს. დაკავების მიზეზი, 2017 წლის მარტში, რუსეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახდა.

„როგორი აბსურდულიც უნდა იყოს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბრალდებები, მათ რეალური შედეგები აქვთ. არსენი იაცენიუკი, რომელიც ჟენევაში უმცროს ქალიშვილთან ერთად ჩაფრინდა, საპასპორტო კონტროლზე რუსეთის მოთხოვნით დააკავეს – საქმე ეხება იმ აბსურდულ ბრალდებებს, თითქოს ის ჩეჩნეთში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა“ – ამბობს ლაპო.

იაცენუკი უკრაინის პრემიერის პოსტს 2014-2016 წლებში იკავებდა.

რუსეთმა იაცენუკი ჩეჩნეთში შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობაში ჯერ კიდევ 2015 წელს დაადანაშაულა. რუსეთის შს სამინისტროს განცხადებით, ის შეიარაღებული ფორმირების წევრი იყო და რუს ჯარისკაცებს ესხმოდა თავს.