პალესტინაში, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის დაგეგმილი ვიზიტი გააუქმეს.
ქვეყნის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ჯიბრილ რაჯოუბმა განაცხადა, რომ მაიკ პენსს პალესტინის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ.
“ჩვენ მას პალესტინის ტერიტორიაზე ვერ მივიღებთ” – ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრა, დეკემბერში უნდა გამართულიყო.
თეთრი სახლი პალესტინას მოუწოდებს უარი არ თქვას დეკემბერში პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასსა და აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს შორის დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე.
პალესტინის ეს გადაწყვეტილება ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას უკავშირდება
შეგახსენებთ, 6 დეკემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმი აღიარა და საელჩოს თელ-ავივიდან იერუსლიმში გადატანის ბრძანება უკვე გასცა.
მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერის, სიმაილ ჰანიას განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ, იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება, პალესტინელებისთვის ომის გამოცხადების ტოლფასია. მან ახალი ინტიფადა ანუ ისრაელის ტერიტორიაზე მცხოვრები პალესტინელი არაბების დაუმორჩილებლობის მოძრაობის მორიგი ეტაპი დააანონსა.
აღსანიშნავია, რომ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესმა 1995 წელს მიიღო. თუმცა ამ ქალაქის სადავო სტატუსის გამო, აშშ-ის ყველა პრეზიდენტი ექვს თვეში ერთხელ ხელს აწერდა დოკუმენტს, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის გადავადების შესახებ.
იერუსალიმის სტატუსის გამო, პალესტინა-ისრაელს შორის არსებული დავის გამო, საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები თელ-ავივშია განთავსებული.
ისრაელი იერუსალიმს საკუთარ დედაქალაქად მიიჩნევს. პალესტინელები კი იერუსალიმს მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქია.
ნიუპოსტი

