მადრიდის რეალის უელსელი შემტევი გარეტ ბეილი შესაძლოა თავის ყოფილ გუნდში, ტოტენჰემში დაბრუნდეს. ბეილი ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად იღებს ტრავმებს და ამის გამო რეალმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა.
უელსელი ფეხბურთელის შეძენა ტოტენჰემის გარდა, მანჩესტერ იუნაიტედსაც სურს, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ კლუბში გააგრძელებს კარიერას გარეტ ბეილი.
რეალმა თავის დროზე ბეილის ტრანსფერში 100 მილიონი ევრო გადაიხადა, ამიტომ მადრიდელები ბეილს იაფად არ შეელევიან. ბეილის სავარაუდო სატრანსფერო ფასი 90 მილიონი ევრო იქნება.

