ბიტკოინმა მორიგი რეკორდი დაამყარა. კრიპტოვალუტის ღირებულებამ დღეს 12.000 დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ Coinmarketcap-ი იუწყება.
ბიტკოინის მაქსიმალურმა ფასმა 12.032 დოლარი შეადგინა, ხოლო მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ 200 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ დროისთვის ბიტკოინის ფასი 12 000-ზე დაბლა ჩამოვიდა.
მიმდინარე წელს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტის ფასი 500%-ზე მეტით გაიზარდა. მისი მეშვეობით უკვე მოქალაქეობის ყიდვაც შეიძლება.

