ბოავიშტას 20 წლის ფეხბურთელი კიბოთი გარდაიცვალა

ბოავიშტას 20 წლის ფეხბურთელი კიბოთი გარდაიცვალაპორტუგალიური ბოავიშტას 20 წლის ფეხბურთელი ედუ ფერეირა კიბოთი გარდაიცვალა. ეს სამწუხარო ინფორმაცია ბოავიშტას წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს.

ფერეირა თავდამსხმელი იყო და მას საკმაოდ კარგ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ნოემბერში ფერეირას საბედისწერო დიაგნოზი დაუსვეს.

ახალგაზრდა ფეხბურთელი ერთი თვის მანძილზე ებრძოდა დაავადებას, მაგრამ უშედეგოდ. პორტუგალიის ჩემპიონატის შემდეგი ტურის შეხვედრები წუთიერი დუმილით დაიწყება. ფერეირას რამდენიმე დღეში დაკრძალავენ.