ედენ აზარს რეალში გადასვლა სურს

ედენ აზარს რეალში გადასვლა სურსლონდონის ჩელსის ბელგიელი ნახევარმცველი ედენ აზარი რეალში აპირებს კარიერის გაგრძელებას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აზარი რეალში 2019 წელს გადავა და რეალი მის ტრანსფერში საკმაოდ სოლიდურ თანხას გადაიხდის.

აზარმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ რეალის თამაშის სტილი მასთან ახლოს არის და ამ გუნდში თამაში მისთვის სასიამოვნო იქნებოდა.

აღსანიშნავია ისიც რომ რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედიზ ზიდანმა განაცხადა რომ აზარის თამაში მას ძალიან მოწონს და ამ ფეხბურთელს თავის კლუბში დიდი სიამოვნებით იხილავდა.