ჩელსი ბელგიელმა შემტევმა ედენ აზარმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რაც სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ მას რეალში სურს კარიერის გაგრძელება.
აზარის რეალში გადასვლაზე უკვე იყო საუბრები და აზარის მამამ დაადასტურა ინფორმაცია რომ მის შვილს რეალი ესახება თავის მომავალ კლუბად.
აზარის მამამ აქვე ხაზი გაუსვა, რომ ჯერჯერობით რეალს ჩელსისთვის ოფიციალური წინადადება არ გაუკეთებია. ლონდონელები თავის მთავარ ლიდერს იოლად არ დათმობენ და სავარაუდოდ რეალს საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს.

