თრიალეთის ქუჩაზე დაჭრილ დაცვის პილიციის თანამშრომელს ნაკვეთი ჭრილობები, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული.
ამის შესახებ მკურნალმა ექიმმა განაცხადა.
მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა, თუმცა, ექიმის განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
– პაციენტი ფიცხელაური ზვიადი კლინიკაში თანამშრომლებმა შემოიყვანეს. პაციენტს შემოსვლოსას აღენიშნებოდა მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა ნახევარში. სულ 7 შვიდი ჭრილობა იყო, აქედან 3 აღმოჩნდა შემავალი ჭრილობა, ფილტვის დაზიანებით. პაციენტი შემოსვლისთანავე გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, ჩაუტარდა ყველა შესაბამისი კვლევა, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
ამჟამად მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმის ხარისხს. პაციენტთან ელემენტარული კონტაქტი მყარდება, შესაძლებელია, მართვითი სუნქთვის აპარატიდან მოიხსნას. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს დანით მიყენებული ნაკვეთი ჭრილობები. – განაცხადა კლინიკა „ოპტიმალმედის“ რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიორგი გეგაშვილმა.
ერთ-ერთი ვერსიით, დაცვის პოლიციის თანამშრომელი ზვიად ფიცხელაური თრიალეთის ქუჩაზე დაცვის პოლიციის შენობის ავტოსადგომზე დაჭრეს. ვრცელდება ვერსია თვითდაზიანებების შესახებაც. წყაროს ინფორმაციით, მან თვითდაზიანებები შეყვარებულთან უთანხმოების გამო მიიყენა. საავადმყოფოს ტერიტორიაზე იყვენ დაჭრილი ახალგაზრდის ახლობები, თუმცა მედიასთან დეტალებზე საუბარი არ ისურვეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
იმედინიუსი

