გაბრიელ ჟესუსმა გვარდიოლას მადლობა გადაუხადა

გაბრიელ ჟესუსმა გვარდიოლას მადლობა გადაუხადამანჩესტერ სიტის ერთ-ერთმა ლიდერმა გაბრიელ ჟესუსმა ხოსეპ გვარდიოლაზე ისაუბრა და თქვა რომ მანჩესტერ სიტიში გვარდიოლას გამო გადავიდა. ჟესუსის თქმით მას სხვაგანაც შეეძლო კარიერის გაგრძელება, მაგრამ გვარდიოლას ფაქტორმა მასზე გადამწყვეტი გავლენა მოახდინა.

”ინგლისში თამაში დიდად არ მინდოდა, რადგან ინგლისი ცივი ქვეყანაა, თან ინგლისური კარგად არ ვიცი, მაგრამ როდესაც გვარდიოლამ დამირეკა, მან მითხრა რომ ჩემი იმედი ჰქონდა და მისმა ზარმა დამარწმუნა რომ კარიერა მანჩესტერ სიტიში გამეგრძელებინა”–განაცხადა გაბრიელ ჟესუსმა.