მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ფეხბურთელი გარი ნევილი თავის ძველ გუნდს ხშირად აკრიტიკებს და ამჯერადაც ასე მოხდა, როდესაც მანჩესტერმა ლესტერთან ბოლო წუთზე გაუშვა ხელიდან გამარჯვება.
ნევილის აზრით მანჩესტერ იუნაიტედში არ არის ლიდერი, რომელიც რთულ მომენტებში გუნდის თამაშს დაალაგებდა.
”ბოლო წუთებზე მანჩესტერი საოცრად არაორგანიზებულად გამოიყურებოდა და ამის გამო ისინი დაისაჯენ კიდეც. გუნდს გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს. მოურინიოს კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო აქვს იმისთვის რომ მანჩესტერ იუნაიტედმა ეს სირთულეები დაძლიოს”–განაცხადა გარი ნევილმა.

