გერმანიაში შესაძლოა შაურმა აიკრძალოს

გერმანიაში შესაძლოა შაურმა აიკრძალოსმთელი გერმანიის მასშტაბით შესაძლოა შაურმა აღარ გაიყიდოს. ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ევროკომიის წინადადება შაურმისთვის განკუთვნილ გაყინულ ხორცში ფოსფატების გამოყენებაზე პირველი მოსმენით არ მიიღო.

ამის შესახებ გამოცემაThe Local-ი წერს.

ამჟამად ფოსფატების გამოყენება დაშვებულია ახალ ხორცში, თუმცა გაყინულის შემთხვევაში ნორმა არ არის დადგენილი.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ ფოსფასტების გამოყენება მომხმარებლების ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს.

ევროპარლამენტი ამ საკითხზე მსჯელობას 2017 წლის დეკემრის ბოლომდე გააგრძელებს. თუ ევროკომისია წინანადებას უარყოფს, შაურმა შესაძლოა აიკრძალოს.

იმედინიუსი