პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც პირნათლად შესრულდა, რომ სააკაშვილის მიმართს ინტერესი ნულოვანი ყოფილიყო.
– ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება, 2016 წლის არჩევნებისათვის და ეს დაპირება ჩვენ პირნათლად შევასრულეთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი აღარ არის აქტუალური. დანარჩენი არის სამართლებრივი პროცედურების საქმე. კიდევ ერთხელ, მე პოლიტიკურ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. ეს არის სუფთა სამართლებრივი საკითხი, რომელიც სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთ ჭრილშიც გადაწყდება ეს საკითხი,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ნიუპოსტი

