ირანში 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ირანში 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდაირანის ჩრდილოეთ ნაწილში 5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმური ცენტრი (EMSC) იუწყება. მიწისქვეშა მიძგები 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ნოემბრის შუა რიცხვებში ირან-ერაყის საზღვრაზე, ქერმანშახში 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ბოლო ინფორმაციით 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მიწისქვეშა ბიძგები რეგიონის სხვა ქვეყნებშიც იგრძნობოდა, მათ შორის კუვეიტში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში.

იმედინიუსი