ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იუწყება.
მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ კერმანიდან 65 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 13 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ინტერპრესნიუსი

