ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ საუთჰემპტონის მცველის ვირჯილ ვან დეიკის ყიდვა მისი გუნდის დაცვას აუცილებლად გააძლიერებს.
ვან დეიკი ლივერპულს იანვრიდან შეუერთდება და მის ტრანფერში ლივერპულმა 75 მილიონი ევრო გადაიხადა.
”ვან დეიკი აუცილებლად გაგვაძლიერებს და მისი შეძენით კმაყოფილი ვარ. 75 მილიონი ბევრია, მაგრამ ასეთია დღევანდელი სატრანსფერო პოლიტიკის წესები, განსაკუთრებით ინგლისში. ტრანაფერებს კიდევ გავაკეთებთ”–განაცხადა იურგენ კლოპმა.
ვან დეიკის ყიდვა მანჩესტერ სიტისაც სურდა.

