მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციას თავის ფეისბუქ გვერდზე უკრაინის გენპროკურორი იური ლუცენკო წერს.
“ძებნის შესახებ დადგენილების თანახმად, ნაციონალური პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი, კიევში ოტრადნაიას ქუჩაზე და დააკავეს ის. დაკავებული დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფება. იგეგემება საგამოძიებო ქმედებების ჩატარება და შესაბამისი მიმართვით მივმართავთ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების თაობაზე. ძალოვნებმა, როგორც შეგვპირდნენ, ყევლაფერი გააკეთეს, რომ თავიდან აეცილებინათ ძალადობრივი ქმედებები და სისხლი,” – წერს იური ლუცენკო.

