იური პოკინბოროდა – “სააკაშვილი მე არ გამიცია” – რას ყვება პოლიციელი, რომლის სახლშიც სააკაშვილი დააკავეს

იური პოკინბოროდა - "სააკაშვილი მე არ გამიცია" - რას ყვება პოლიციელი, რომლის სახლშიც სააკაშვილი დააკავესყოფილი პოლიციელი, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, აცხადებს, რომ შესაძლოა მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს. მისი თქმით, სააკაშვილი არ გაუცია და ამის გასარკვევად, საკუთარ გამოძიებას ჩაატარებს.

პოკინბოროდა ვარაუდობს, რომ მომხდარის გამო მას ან მოკლავენ ან ციხეში ჩასვამენ.

„დღეს ჩემს ბინაში დააკავეს მიხეილ სააკაშვილი. ყველაფერი რაც დღეს მოხდა, ერთის მხრივ იყო მოსალოდნელიც და ამავდროულად მოულოდნელიც.

მოსალოდნელი იმის გამო, რომ მე როგორც პოლიციის თანამშრომელს, კარგად მესმის, რომ ჩვენს წინააღმდეგ მუშაობენ უკრაინის სპეცსამსახურები და ასევე სპეცსამსახურები იმ სახელმწიფოების, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ იბრძვიან, ესაა რუსეთი.

კანონის თანახმად, იზოლატორში უნდა გადავეყვანე მეც, მაგრამ მე არ დამაკავეს. ვვარაუდობ, რომ სურთ, მახე დამიგონ და სააკაშვილის დაკავებაში დამნაშავე გამომიყვანონ.

შემიძლია გითხრათ ერთი, მე ჩავატარებ საკუთარ გამოძიებას ამასთან დაკავშირებით. თუ უახლოეს დღეებში მე რამე დამემართება, ეს ნიშნავს, რომ სწორ კვალზე გავედი,”-აცხადებს იური პოკინბოროდა.

ნიუპოსტი