ჯენარო გატუზომ თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკა

ჯენარო გატუზომ თავისი ფეხბურთელები გააკრიტიკამილანის მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ მილანის ფეხბურთელები გააკრიტიკა და თქვა რომ მათ უნდა ესმოდეთ თუ რომელი გუნდის მაისურით თამაშობენ. მილანმა ევროპის ლიგაზე რიეკასთან წააგო სტუმრად 0:2 და ამის გამო გატუზოს გუნდს უამრავი კრიტიკა დაატყდა თავს.

გატუზოს აზრით მილანის ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ. ”ასე გაგრძელება არ შეიძლება. ფეხბურთელებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ და ეს უახლოეს მომავალში უნდა გამოვასწოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერაფერს ვერ მივაღწევთ”–განაცხადა ჯენარო გატუზომ.