ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია ტერორისტების შესახებ, რომლებიც ჩეჩნეთზე თავდასხმისთვის არიან გამოგზავნილები. ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა.
– ჩვენ გვესმოდა ამ ეშმაკების ლოზუნგები: ჩვენ მოვალთ რუსეთში! ავაფეთქებთ! გავანადგურებთ! ახლა ჩვენ დანამდვილებით ვიცით, გვაქვს ინფორმაცია ზოგიერთი ბოროტი სულის შესახებ, რომლებიც გამოგზავნილები არიან ჩეჩნეთში ტერაქტების მოსაწყობად. ისინი საქართველომდე არიან მისულები. ხელისუფლების მიერ ყველა შემოსასვლელ-გასასვლელი კონტროლდება. ჩვენ მათ ველით. თუ ჩეჩნეთში გადმოვლენ, ყველას გავანადგურებთ,- აღნიშნა კადიროვმა.

