მილანის და ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ კაკამ საფეხბურთო კარიერა ოფიციალურად დაასრულა. კაკას ბოლო გუნდი ამერიკული ორლანდო იყო, რომელშიც კაკამ სამი წელიწადი გაატარა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ორლანდო რამდენიმე თვის წინ დატოვა და ის ბრაზილიაში აპირებდა კარიერის გაგრძელებას, მაგრამ საბოლოოდ კაკამ გადაწყვიტა კარიერა დაესრულებინა.
კაკას კარიერაში ყველაზე წარმატებული პერიოდი მილანში იყო 2003-09 წლებში, როდესაც მან გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო. 2007 წელს კაკამ ოქროს ბურთის მოპოვებაც მოახერხა.

