“ნაციონალური მოძრაობა” საახალწლო განათებებზე თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული დანახარჯის მიზნობრიობის გამოძიებას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილმა შესაბამისი განცხადებით გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა.ხაბეიშვილის თქმით, პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე ილუმინაციების შეძენა კორუფციული გარიგებებით მოხდა.
– ძალიან მარტივი საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატაროს საქართველოს პროკურატურამ, უნდა დაადგინოს, როგორ მოხდა ამ კომპანიის გამორჩევა მილიონობით კომპანიისგან, რომელიც მსოფლიოში არსებობს და რაღა მაინც და მაინც იტალია და მილანი. ვისი პირადი კონტაქტებია, ვინ მოითხოვა ამ ხელშეკრულების გაფორმება და რატომ მოხდა ისე, რომ სამჯერ მეტი თანხა იხარჯება თბილისის განათებაში წელს, 3 მილიონი ლარი, ვიდრე დახარჯულა ოდესმე, – აცხადებს “ენმ”-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი

