საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გახდა. გურასპაულმა ხმების 80% მიიღო, შიო ხეცურიანმა კი, რომელმაც დღეს კანდიდატურა მოხსნა, ხმების – 2%.
გურასპაული კალათბურთის ფედერაციას 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. დღემდე ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე იყო.

