კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნაკალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ხეცურიანმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის უსამართლობაა, რასაც კალათბურთის ფედერაცია არჩევნებთან დაკავშირებით ახორციელებს.

– დღემდე არ ვიცით დელეგატების რაოდენობა, ვერ დავამარცხეთ პირადი ინტერესების გათვალისწინება და უსამართლობა და აქედან გამომდინარე, ვხსნი კანდიდატურას, – განაცხადა ხეცურიანმა.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილია ნაკრების წევრებისთვის, ვინც მხარს უჭერდა და ასევე კიდევ ერთი ყოფილი კანდიდატისთვის, კახა შენგელიასთვის, ვინც კანდიდატურა თავის დროზე სწორედ ხეცურიანის სასარგებლოდ მოხსნა. ხეცურიანმა მომავალ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა.

არჩევნები დღეს გაიმართება. ყრილობა და არჩევნები „ქორთიარდ მარიოტში“, 13:00 საათიდან დაიწყება. ხეცურიანის ამ გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი პაატა გურასპაული იქნება.