კანადაში უდიდესი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი ბერი შერმანი და მისი მეუღლე სარდაფში გარდაცვლილი იპოვეს

კანადაში უდიდესი ფარმაცევტული კომპანიის მფლობელი ბერი შერმანი და მისი მეუღლე სარდაფში გარდაცვლილი იპოვესკანადური ფარმაცევტული ფირმის Apotex-ის მფლობელი, მილიარდელი ბერი შერმანი და მისი მეუღლე ჰანი ტორონტოში საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ცოლ-ქმრის ცხედრები სახლის სარდაფში იპოვეს, პოლიციას შერმანების გარდაცვალება საეჭვოდ მიაჩნია.

შერმანის წინააღმდეგ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი იყო შეტანილი. მას საკუთარი ნათესავი ფარმაცევტული კომპანიის წილებს ედავებოდა. მართალია პროცესი შერმანმა მოიგო, მაგრამ მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა გადაწყვეტილება. შერმანს ასევე კანადის მოქმედი პრემიერის ჯასტინ ტრიუდოს საარჩევნო კამპანიისთვის თანხის შეგროვების საქმეზეც ედავებოდნენ.

ცოლ-ქმარს ოთხი შვილი დარჩათ. ჟურნალმა Canadian Business-მა შერმანი კანადის უმდიდრესი ადამიანების სიაში მეთხუთმეტე პოზიციაზე დაასახელა.