კატალონიის პარლამენტის არჩევნებში სეპარატისტებმა გაიმარჯვეს

კატალონიის პარლამენტის არჩევნებში სეპარატისტებმა გაიმარჯვესკატალონიაში გუშინ გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში იმ პოლიტიკურმა ძალებმა გაიმარჯვეს, რომლებიც მხარს უჭერენ კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფას.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ადგილი არჩევნებზე პარტია „მოქალაქეებმა“ დაიკავა, რომელიც მხარს უჭერს კატალონიის ესპანეთის შემადგენლობაში დარჩენას, კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის პარტიებმა ჯამში მეტი ხმა მიიღეს.
კატალონიის მომავალ პარლამენტში პარტია „მოქალაქეები“ 37 ადგილს მიიღებს, ხოლო კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე სამი პარტია კი ჯამში 70 ადგილს დაიკავებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბელგიაში გაქცეული კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელის, კარლეს პუჩდემონის პარტიამ „ერთად კატალონიისთვის“ 34 ადგილი მიიღო პარლამენტში.

ინტერპრესნიუსი