ხანძარს მოსკოვის სავაჭრო ცენტრში 3 ადამიანი შეეწირა

ხანძარს მოსკოვის სავაჭრო ცენტრში 3 ადამიანი შეეწირამოსკოვში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. რუსული მედიის ინფორმაციით, დაღუპულია დაახლოებით 3 ადამიანი, 10 კი ევაკუირებულია.

გადარჩენილთაგან 5 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მომხდარის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.