ბარსელონას არგენტინელ მცველს ხავიერ მასკერანოს იანვარში ბარსელონას დატოვება სურს, რადგან მან კატალონიური გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
მასკერანოს ჩინური გუნდებისგან აქვს რამდენიმე შემოთავაზება და სავარაუდოდ ის სწორედ ამ ქვეყანაში გააგრძელებს კარიერას.
არგენტინელი ფეხბურთელი ბარსელონაში 2010 წელს გადავიდა და მას შემდეგ 7 წლის მანძილზე მან ამ გუნდის შემადგენლობაში უამრავი ტიტული მოიგო. ბარსელონაში გადასვლამდე მასკერანო ლივერპულის ფეხბურთელი იყო და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა.

