კრიშტიანო რონალდუ კლასიკოში ითამაშებს

კრიშტიანო რონალდუ კლასიკოში ითამაშებსმადრიდის რეალის პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდუ სავარაუდოდ შეძლებს ბარსელონას წინააღმდეგ თამაშს.

რონალდუს მცირე ტრავმა აწუხებდა, რის გამოც მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რონალდუ ბოლომდე გამოჯანმრთელდა.

რეალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვება, რადგან ვერ მოგების შემთხვევაში ისინი პრაქტიკულად კარგავენ ჩემპიონობის შანსს. შეხვედრა 23 დეკემბერს, თბილისის დროით 16.00 საათზე დაიწყება.